ირაკლი ალასანიამ, სამწუხაროდ, მარტომ აიღო პასუხისმგებლობა პარტიის მარცხზე

ირაკლი ალასანიამ, სამწუხაროდ, მარტომ აიღო პასუხისმგებლობა პარტიის მარცხზე

ირაკლი ალასანიამ, სამწუხაროდ, მარტომ აიღო პასუხისმგებლობა პარტიის მარცხზე. ასე რომ, ეს არავისთვის გამართლება არ არის, - ამის შესახებ ”თავისუფალი დემოკრატების” წევრმა ნინო გოგუაძემ ჟურნალსიტებს განუცხადა. მისი თქმით, თანაგუნდელებისგან განსხვავებით ის პარტიაში რჩება. 

”ჩვენს პარტიაში არის კრიზისი, მაგრამ ყველა კრიზისი არის შანსი. ირაკლი ალასანიამ, სამწუხაროდ, მარტომ აიღო პასუხისმგებლობა პარტიის მარცხზე. ასე რომ, ეს არავისთვის გამართლება არ არის. სხვა ადამიანებმა დამოუკიდებლად მიიღეს გადაწყვეტილება. ყველას გადაწყვეტილებას პატივს ვცემ, მაგრამ მე მივიღე სხვა გადაწყვეტილება. მე ვრჩები ამ პარტიაში და ეს პარტია აუცილებლად ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოს ცხოვრებაში”, - განაცხადა ნინო გოგუაძემ. 

”თავისუფალი დემოკარტები” ორი დღის წინ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ დატოვა, რომელმაც განაცხადა, რომ პოლიტიკიდან მიდის. იმავე დღეს, პარტია დატოვა ალექსი პეტრიაშვილმა.

დღეს კი ”თავისუფალი დემოკრატებიდან” წასვლის შესახებ განცხადება ვიქტორ დოლიძემ, ზურაბ აბაშიძემ, გია ცაგარეიშვილმა, ირაკლი ჩიქოვანმა და დავით ონოფრიშვილმა გააკეთეს.