ყველა ის ადამიანი, ვინც მხარი დაგვიჭირა, იმსახურებს, რომ წარმომადგენლობა გვყავდეს პარლამენტში

ყველა ის ადამიანი, ვინც მხარი დაგვიჭირა, იმსახურებს, რომ წარმომადგენლობა გვყავდეს პარლამენტში

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აღმასრულებელი მდივანი სერგო რატიანი ვარაუდობს, რომ პარტიები, რომლებიც საკუთარ თავს პროდასავლურს უწოდებენ, ნამდვილად გააცნობიერებენ, რომ საჭიროა ”ნაციონალური მოძრაობის” მხარდაჭერა მეორე ტურში. მოახდინოს ივანიშვილმა ხელისუფლების უზურპაცია.

”მიუხედავად არათავისუფალი, ძალადობრივი საარჩევნო გარემოსა, მიუხედავად გაყალბებისა, ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას. ჩვენს უკან არის ნახევარი მილიონი ადამიანი, რომელმაც მხარი დაგვიჭირა. გარდა ამისა, არის საზოგადოება, რომელმაც მხარი დაუჭირა ოპოზიციურ ძალებს და ისინი აცნობიერებენ, რომ დღეს პრობლემა დგას და ივანიშვილმა შესაძლოა მოახდინოს სრული უზურპაცია ხელისუფლების. ყველა ეს ადამიანი იმსახურებს, რომ ჩვენ უფრო მეტი წარმომადგენლობა გვყავდეს პარლამენტში”, - განაცხადა სერგო რატიანმა.