"ნაცმოძრაობას" სურს, ხელოვნურად მოახდინოს დესტაბილიზაციის პროვოცირება

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, "ნაცმოძრაობას" სურს, რომ ხელოვნურად მოახდინოს დესტაბილიზაციის პროვოცირება.

ირაკლი კობახიძე მოუწოდებს ყველა საარჩევნო სუბიექტს, პატივი სცენ ამომრჩევლის მიერ გამოხატულ ნებას.

"ნაცმოძრაობას" აქვს უსუსური მცდელობა, განახორციელოს თავისი გეგმა და სურს, ხელოვნურად მოახდინოს დესტაბილიზაციის პროვოცირება",- აცხადებს კობახიძე.

მისი თქმით, დღეს გამოქვეყნდება არასამთავრობო ორგანიზაციების პარალელური დათვლის შედეგები და საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშები, რომლებიც დაადასტურებს ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებულ ოფიციელურ შედეგებს, ასევე სათანადოდ შეაფასებს იმ სამართლიან გარემოს, რომელშიც საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა.