„სამართლიანი არჩევნები“ პარალელური დათვლის შედეგებს აქვეყნებს. შედეგების მიხედვით, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მერყეობს 48.2%-სა და 50.0%-ს შორის. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მერყეობს 25.9%-სა და 27.7%-ს შორის. „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ მიერ მიღებული ხმების პროცენტული მაჩვენებელი კი მერყეობს 4.6%-სა და 5.2%-ს შორის.
„სამართლიანმა არჩევნებმა“ სრულად მიიღო ინფორმაცია უბნებზე დამკვირვებლების 99.7%-ისგან.