ცესკო-ს მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა 10:00 საათისთვის 8.34%-ს შეადგენს, რაც 292 957 ამომრჩეველია.
ცესკო-ს ინფორმაციით, ყველა საარჩევნო უბანზე პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
მათივე ინფორმაციით, დაგვიანებით გაიხსნა სამგორის 22-ე, მთაწმინდის მე-6 და ქუთაისის 27-ე უბენებზე, რაც ცესკო-ს ინფორმაციით, გამოწვეული იყო ადგილებზე დამკვირვებელთა, ორგანიზაციებისა და ჟურნალისტების დიდი რაოდენობით, რომელთა სარეგისტრაო წიგნში აღბეჭდვა იყო საჭირო.