„თავისუფალი დემოკრატების“ შტაბის ლიდერმა მედიას უბნებზე მომხდარი პირველი დარღვევები გააცნო. გია ცაგარეიშვილის თქმით, ამომრჩევლისათვის 2012 წელთან შედარებით უკეთესი პირობებია შექმნილი, თუმცა გარკვეული დაღვევებს ადგილი მაინც აქვს.
"ქობულეთში 71-ე ოლქის 74-ე უბანში არ შეუშვეს ჩვენი წარმომადგენელი შენობის ფართის სიმცირის გამო. ასევე, იმავე ოლქის 58-ე უბანზე ხმა მისცა ისეთმა ამომრჩეველმა,რომელიც იქ არ იყო რეგისტრირებული. დარღვევა იყო ლაგოდეხის 26-ე ოლქის 9-ე უბანზე, „ქართული ოცნების“ წევრი ნაკადის მომწესრიგებელი არ ამოწმებს მარკირებას. სამგორის ორ უბანზე სააგიტაციო მასალა იყო გაკრული, დარღვევა აღმოიფხვრა ჩვენი პარტიის დაფიქსირების შემდეგ. იყო კიდევ ერთი დარღვევა, ამჯერად 22-ე მაჟორიტარულ ოლქში 95-ე და 94-ე უბანში 07:00 საათამდე კენჭისყრის შენობაში იმყოფებოდნენ კომისიის წევრები"-განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.
"თავისუფალ დემოკრატებში" მოსახლეობას არჩევნებზე მისვლისა და საკუთარი არჩევანის დაფიქსირებისაკენ მოუწოდეს.