დილიდან ხმაური იყო ბათუმში 69-ე #1 საარჩევნო უბანზე, სადაც საპატრულო პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო .
როგორც უბნის თავმჯდომარემ მაია ბალადაძემ განაცხადა, ,,ნაციონალური მოძრაობის" დამკვირვებელი დილიდან ცდილობდა ადგილზე სიტუაციის გამწვავებას და საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისთვის ხელის შეშალას, რის გამოც უბანზე პატრულის გამოძახება გახდა საჭირო.
კომისიის წევრებმა ხმის მიცემის შედეგად, „ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებელი უბნიდან გააძევეს.
მისი თქმით, კომისიის წევრები დაკვირვების საშუალებას არ აძლევდნენ და ზოგიერთი მათგანი უბნის გარეთ აგიტაციას ეწეოდა.