გიგა ბოკერია:   მშვიდად უნდა ჩამოვართვათ ივანიშვილს ხელისუფლება

გიგა ბოკერია: მშვიდად უნდა ჩამოვართვათ ივანიშვილს ხელისუფლება

დღევანდელმა დღემ მშვიდად უნდა ჩაიაროს, - ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

ბოკერიამ დღეს საკუთარი არჩევანი გააკეთა და აღნიშნა, რომ ხელისუფლების და ბიძინა ივანიშვილის როლი ძალიან დიდია, მაგრამ მას სიტუაციის არევის საშუალება არ უნდა მიეცეს.

”მშვიდად უნდა ჩამოვართვათ ივანიშვილს ხელისუფლება და დავიწყოთ იმ ნაბიჯების გადადგმა, რაც ქვეყანას გამოიყვანს ამ ჭაობიდან და წაიყვანს უფსკრულის ზღვრიდან. ჩვენ წარსულზე არ უნდა ვიფიქროთ, უნდა ვიფიქროთ მომავალზე. ცუდი წყალს უნდა გავატანოთ და დავიწყოთ სვლა თავისუფალი, წარმატებული, კეთილდღეობით ცხოვრება ევროპულ ოჯახში. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ პროცესმა ჩაიაროს მშვიდად და საქართველომ მშვიდად გაიმარჯვოს. ეს არ არის დამოკიდებული მხოლოდ ჩვენზე და არც მხოლოდ საზოგადოებაზე. ხელისუფლების და ივანიშვილის როლი ჯერ კდევ ძალიან დიდია, მაგრამ ჩვენ არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ რამე არიოს და ზიანი მოგვაყენოს. ჩვენ ამას მივაღწევთ”, - განაცხადა ბოკერიამ.