ვისურვებ, რომ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმე იყოს გამოძიებული სწრაფად და ხარისხიანად, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ “რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში წინასაარჩევნო პერიოდი იყო უაღრესად მშვიდი.
„წინასაარჩევნო პერიოდი იყო უაღრესად მშვიდი, სამწუხაროდ ამ ყველაფერს დიდი და სერიოზული დაღი დაასვა ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა, მათ შორის იმ გაუგონარმა ძალადობრივმა აქტმა, რომელზეც საუბარია. მე ვისურვებ, რომ ეს საქმე იყოს გამოძიებული სწრაფად და ხარისხიანად. მალე გავიგოთ დამნაშავის ვინაობა და არ დაგვრჩეს არანაირი კითხვა იმის თაობაზე, ვენდობით თუ არა გამოძიებას. მე მგონია, ქართული სახელმწიფო ამ შემთხვევაში იქნება მოწოდების სიმაღლეზე და არ დაუშვებს არც პროცესის გაჭიმვას და არც რაიმე კითხვის გაჩენის შესაძლელობას, რადგან საქმე ეხება ქვეყნის პრესტიჟს”, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.