სპეცოპერაცია ენვერი - შინაგან საქმეთა სამინისტროს დიდი ფაბრიკაცია. ენვერის დროს დაკავებული ადამიანები დღესაც სამშობლოს ღალატისთვის იხდიან სასჯელს თუმცა უმეტესობას დანაშაული არ უღიარებია და არც ის იციან რატომ სხედან ციხეში. კვირის რეპორტაჟმა ლეგენდარული ენვერის გაშიფვრა ძალიან მარტივად შეძლო. რუსეთის და საქართველოს უშიშროების სამსახურების ორმაგ აგენტად გასაღებული ენვერის ვინაობას ნათია თოიძის სიუჟეტიდან შეიტყობთ.
* * * * *
პოლიციის დღე დღეს გორში აღნიშნეს - რეგიონში სადაც პოლიციის გვერდით ხელისუფლების ზონდერ ბრიგადები უპრობლემოდ თანაარსებობენ. შიდა ქართლში, ოკუპაციის ხაზთან ახლოს მოქმედი დაჯგუფება, დეპუტატ ბადრი ბასიშვილის ხელმძღვანელობით თითქმის ყველა სფეროშია ჩართული. მათი კონტროლის ქვეშაა ჟურნალისტური საქმიანობაც.
ჩვენი ინკოგნიტო რესპოდენტი ბასიშვილის დაჯგუფებაზე საინტერესო დეტალებს გვიამბობს. ნახეთ ბადრი ბასიშვილის აღმასვლა ვარდების რევოლუციის შემდეგ, ვასილ დაბრუნდაშვილის რეპორტაჟში შიდა ქართლიდან
* * * * *
რა ხდება მაშინ, როცა სასამართლო ხელისუფლების შეკვეთებს ასრულებს. ისტორია რომელსაც ახლა ნახავთ, ერთი შეხედვით ერთ ჩვეულებრივ თბილისურ ოჯახს ეხება- დები ერთმანეთს ელიტურ უბანში არსებულ ძვირადირებულ ბინას ედავებიან. ერთ-ერთ მხარეს სახელმწიფო მინსტრი ეკა ტყეშელაშვილი წარმოადგენს. როგორ ართმევს მინისტრი სასამართლოს სახელით ბინას საკუთარი ქმრის დეიდას - და როგორ ჭირს სამართლის პოვნა მაშინ, როცა მინისტრები კანონზე მაღლა დგანან- ბელა ზაქაიძე გიამბობთ.
* * * * *
26 მაისს საქართველოს პარლამენტის სხდომა ქუთაისში უნდა გამიართოს. ეს პრეზიდენტის ერთპიროვნული გადაწყვეტილება და სურვილია, თუმცა საეჭვოა მშენებლობა დასრულდეს - სავარაუდოდ გაისნება მხოლოდ ერთი დარბაზი. ქეთი ფარცხალაძე დაინტერესდა რა უჯდებათ გადასახადის გადამხდელებს ახალი პარლამენტი, თუმცა არ აღმოჩნდა არცერთი სახელმწიფო უწყება, რომელიც ქუთაისში ახალი პარლამენტის მშენებლობის ფინანსურ მხარეზე პასხუს აგებს.
* * * * *
მარტვილის მოსახლება საკომლო მიწებისა და საძოვრების გარეშეა დარჩენილი. ეკონომიკის სამინისტრომ გლეხების კუთვნილი მიწა კერძო ინვესტორებზე ისე გაასხვისა, რომ მიწის მესაკუთრეებმა და მეიჯარეებმა არაფერი იცოდნენ. მარტვილელები პასუხს ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას თხოვენ. მაგრამ უშედეგოდ. ნახეთ ზვიად თხელიძის რეპორტაჟი მარტვილიდან ....
* * * * *
კორუფციული ტენდერები თბილისის მერიაში. „კვირის რეპორტაჟი“ „გრინსერვისის“ შესახებ გიამბობთ, რომელსაც 2011 წლიდან დღემდე სახელმწიფოსგან 7 მილიონი ლარი აქვს მიღებული. „გრინესერვისი“, რომელიც თბილისი მერიის ყოფილი მაღალჩინოსნების საკუთრებაა, თითქმის ყველა ტენდერში უალტერნატივო იყო. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ასეთი კომპანიები ეგრეთ წოდებულ ატკატებზე მუშაობენ. ცოტნე გეგეჭკორი მოგიყვებათ ზურაბ ჟვანიას ყოფილი დაცვის უფროსისა და ყოფილი გამგებლის წარმატებულ ბიზნესზე, რომელსაც გიგი უგულავა მფარველობს...