ირაკლი ალასანია სენაკში სამხედრო დასახლების მცხოვრებლებს შეხვდა. აფხაზეთიდან დევნილ ასობით ოჯახს უკვე მესამე წელია სასმელი წყლის პრობლემა აქვს. გაუმართავი წყალმომარაგების სისტემის გამო ფეკალური მასები სასმელი წყლის სისტემაში ხვდება და მოსახლეობის იქ ცხოვრებას შეუძლებელს ხდის. ბოლო თვეების განმავლობაში, დაბინძურებული წყლით 6 ბავშვი მოიწამლა და ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.
ადგილობრივი მოსახლეობა ამ პრობლემასთან ერთად, გაუსაძლის ანტისანიტარიაში ცხოვრობს. ბოლო არჩევნების დროს გადაღებილი საცხოვრებელი კორპუსების სარდაფები, დღეს ფეკალური მასით არის სავსე და წვიმის დროს წყალი ჩადის. . .