როგორც ვიცი, უკრაინიდანაც სთხოვენ მიხეილ სააკაშვილს, რომ როცა არჩევნები დამთავრდება, წავიდეს

როგორც ვიცი, უკრაინიდანაც სთხოვენ მიხეილ სააკაშვილს, რომ როცა არჩევნები დამთავრდება, წავიდეს

არეულობასა და გადატრიალებაზე  ერთადერთი მეოცნებე დარჩა „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი უკრაინელი ლიდერით. ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა გადაცემაში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“ განცხადა.

„მე არ დავიწყებდი გულზე მჯიღის ცემას, რა ძლიერი სახელმწიფო გვაქვს. თუმცა გვაქვს ძლიერი სახელმწიფო, ყველა სტრუქტურა თავის ადგილზეა და აბსოლუტურად ყველანაირ გამოწვევას შეუძლია,  უპასუხოს. ამაზე არ გავაკეთებდი აქცენტს. ძირითადად აქცენტს გავაკეთებდი იმაზე, რომ ესენი არიან გაკოტრებული და არაფრის თავი არ აქვთ. ესენი მართავდნენ ქვეყანს, როდესაც სოდ-ი, მთელი პოლიცია იყო იარაღი ხალხის დათრგუნვის, როგორი მეთოდებით მართავდნენ, როგორ ხოცავდნენ ახალგაზრდებს. დღეს აღარაფერი არ აქვთ, გაკოტრებულები არიან აბსოლუტურად, არანაირი მხარდაჭერა აღარ აქვთ უცხოეთიდან. ჭორებს თვითონვე ავრცელებენ შეგნებულად. ძალიან კარგად იციან, რომ არანაირი შანსი არ აქვთ, არჩევნებზე  სერიოზული შედეგი მიიღონ, მოგებაზე საუბარი ზედმეტია. 46 კაცი ჰყავდათ, 10 კაცი შეიძლება, შეიყვანონ“,-აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით,  არავითარი არეულობა არ იქნება, მაგრამ თუ მაინც ხელი წაუცდა ვინმეს, ზარბაზანი არ გაქვს და რიყის ქვას გაისვრის, ძალიან ცუდ შედეგს მიიღებენ.

„რომელიმე ბრიყვი ან ბრიყვული ჯგუფი გაბედავს, რომ რამე გამოწვევა დაიწყონ, რამე პროვოკაცია, თვითონვე მიიღებენ მძიმე შედეგს და თვითონვე დაიღუპავენ თავს. რატომ აკეთებენ ამას, ხომ ხედავენ რომ არ გამოდის. აბა,  რა ქნან,  სად წავიდეს ის უკრაინელი კაცი, სხვა წასასვლელი არ აქვს. მე როგორც ვიცი, უკრაინიდანაც სთხოვენ, რომ არჩევნები დამთავრდება,   წავიდეს. ეგ არ არის მთავარი, 4 საქმეა გამოძიებაში, 4 საქმეა სააკაშვილზე. ხავსს ეჭიდება. კიდევ რამე უარესს არ გადაეყარონ. მოვუწოდებდი, კანონს დაემორჩილონ და ელემენტარულად საკუთარ ქვეყანას და საკუთარ საზოგადოებას პატივი მიაგონ.  უკვე თავს უფლებას ვაძლევ ვთქვა, რომ კორცხელიც მათი დადგმული იყო და გოგონებს, ქალბატონს სცემეს, ეს არის მაგათი რესურსი. მე ისევ ვასწრებ გამოძიებას, მაგრამ მათი ხელწერაა და თავს უფლებას ვაძლევ ვთქვა, რომ ესეც მაგათი გაკეთებული იყო. შეიძლება,  ბავშვი გალახონ ან ქალბატონს შეურაცხყოფა მიაყენონ და ამაზეც პასუხს აგებენ“,-აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.