ბიძინა ივანიშვილი:   ამაზრზენია, როგორი გონორით ესაუბრება ნიკა გვარამია მამუკა ახვლედიანს

ბიძინა ივანიშვილი: ამაზრზენია, როგორი გონორით ესაუბრება ნიკა გვარამია მამუკა ახვლედიანს

ამაზრზენია, როგორი გონორით ესაუბრება ნიკა გვარამია საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს, - ასე შეაფასა საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ნიკა გვარამიას და საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის საუბრის ჩანაწერი, რომელიც ინტერნეტსივრცეში გავრცელდა.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა ბაზალეთის კომპლექში, გადაცემაში, „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“ განაცხადა, დღეს გვარამია იმ ადამიანებს ლანძღავს, ვინც აღარ ემორჩილება.

"ბურჭულაძესთან საუბარი გაიხსენეთ, როგორ ესაუბრება გვარამია, ტელევიზიის დირექტორს, როგორ ესაუბრება საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს და ამისი შემდგომ, მათი დამოკიდებულება სასამართლოსადმი, მათი განცხადებები, ყველაფერი ფარსია. რა დღეში ყავდათ სასამართლო, დღეს ვისაც ესენი აგინებენ, აღარ ემორჩილებიან. მოსამართლეებმა თავი დააღწიეს მათგან და სიამაყით შეიძლება ვთქვათ, რომ ახალი ხელისუფლება არ ერევა მათ საქმეებში. საქართველოს მთავრობა სასამართლოს საქმეებში არ ერევა. ბევრმა მოსამართლემ თავი დააღწია მათ და ნახეთ, გვარამიას ლანძღვა. ნახეთ როგორ ესაუბრება საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს. მარტო გონორი დაიჭირეთ, შემდეგ ბურჭულაძე გაიხსენეთ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.