ლაშა დვალიშვილი ლაგოდეხის პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფება

ლაშა დვალიშვილი ლაგოდეხის პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფება

მოძრაობა ”პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის” ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლაშა დვალიშვილი ლაგოდეხის პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფება.

ლაშა დვალიშვილის პოლიციაში დაბარების მიზეზი რადიო ”ჰერეთში” მომხდარი ინციდენტი გახდა.

რადიო ”ჰერეთის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თოქ-შოუს მიმდინარეობისას, დებატებში ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები მონაწილეობდნენ, სადაც დაუდგენელმა პირებმა სტუდიაში შესვლა შეძლეს და ლაშა დვალიშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.