არჩევნების დასრულების შემდეგ ჩვენ შევძლებთ, რომ 2017 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შევიტანოთ

არჩევნების დასრულების შემდეგ ჩვენ შევძლებთ, რომ 2017 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შევიტანოთ

არჩევნების დასრულების შემდეგ ჩვენ შევძლებთ, რომ 2017 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შევიტანოთ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვარიანტის გამოქვეყნების თაობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, ახალი ინიციატივები 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველად ვარიანტში ვერ იქნება ასახული, ვინაიდან ამას საარჩევნო კანონმდებლობა კრძალავს.

„ჩვენ საბაზისო ვერსია კანონმდებლობით საქართველოს მთავრობაზე განვიხილეთ, თუმცა ახალი ინიციატივები მასში ვერ იქნება ასახული საარჩევნო კანონმდებლობიდან გამომდინარე და მხოლოდ არჩევნების დასრულების შემდეგ ჩვენ შევძლებთ რომ შევიტანოთ შესაბამისი ცვლილებები. პრიორიტეტები, რა თქმა უნდა, იქნება ის, რაც ჩვენ განვაცხადეთ, რომელიც ჩვენ გვაქვს და რომელიც აუცილებლად განხორციელდება“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, პრიორიტეტებს შორის ერთ-ერთი უმთავრესი იქნება ინფრასტრუქტურის განვითარება.

„რა თქმა უნდა, პრიორიტეტებს შორის იქნება ინფრასტრუქტურის მიმართულება, ეს არის ტურისტული ინფრასტრუქტურა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება ინოვაციები და ახალი ტექნოლოგიები, სტარტაპების მიმართულება და ყველა სხვა ის პრიორიტეტი, რომელიც ჩვენ ისედაც გაგვაჩნია“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.