დიდუბეში რესპუბლიკური პარტიის მაჟორიტარი კანდიდატის ვახტანგ ხმალაძის განცხადება

დიდუბეში რესპუბლიკური პარტიის მაჟორიტარი კანდიდატის ვახტანგ ხმალაძის განცხადება

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა მცდარი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ვახტანგ ხმალაძის გამო ჩავარდა ხმაურის საწინააღმდეგო კანონი.

სინამდვილე  კი ასეთია: იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა თბილისის საკრებულოს საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც ეხებოდა ხმაურის დასაშვები ნორმის გადამეტების შემთხვევაში სანქციების დაკისრების საკითხს. საკანონმდებლო წინადადების მოწონებას სჭირდებოდა 10 ხმა. წინადადებას მხარი დაუჭირა კომიტეტის 9 წევრმა, მათ შორის, კომიტეტის თავმჯდომარემ ვ. ხმალაძემ და კომიტეტის ორივე რესპუბლიკელმა წევრმა, 1 იყო წინააღმდეგი, 9 წევრმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. ვახტანგ ხმალაძეს მიმდინარე არჩევნების თავის წინასაარჩევნო პროგრამაშიც აღნიშნული აქვს, რომ აუცილებელია ხმაურის საწინააღმდეგო კანონის მიღება.