ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველი, სააკაშვილთან შეხვედრაზე მომხდარ დაპირისპირებაზე საუბრობს

ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველი, სააკაშვილთან შეხვედრაზე მომხდარ დაპირისპირებაზე საუბრობს

აშშ-ში, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ქართულ დიასპორასთან შეხვედრის დეტალებს ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველი, ბესო ხომერიკი ეხმაურება.

ხომერიკის თქმით, შეხვედრაზე ორ მეგობართან ერთად მივიდა, თუმცა ეკლესიაში არ შეუშვეს და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

"მოკლედ, დღეს, სააკაშვილის ამომრჩევლებთან შეხვედრაზე, 2 მეგობართან ერთად ვიყავი მისული. გვინდოდა დაგვესვა რამდენიმე კითხვა. მიცნო რამდენიმემ და მომადგნენ - "ნაციონალების" ამომრჩეველი არ ხარ და დატოვე აქაურობაო. ცხადია, გავაგზავნე @@@ზე. ეს თავისუფალი ქვეყანაა და საზოგადო თავშეყრის ადგილიდან, (ეკლესიაში იყო შეხვედრა) არვის აქვს უფლება გამაძევოს-მეთქი, დაიწყეს ჯიკაობა. მოკლედ, იმდენი ქნეს, მაინც ატეხეს ჩხუბი - 3 კაცს დაგვესია 30 კაცი. დაზარალებით ვერ დაგვაზარალეს. ერორი ცხადია გადმოსცემს, თავიანთ სასარგებლოდ დამონტაჟებულს. აქ ამდენს ბედავენ და მანდ რას იზამდნენ 2012 წლამდე, წარმომიდგენია!",- წერს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ბესო ხომერიკი.