რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი სირიაში აკრძალული საბრძოლო მასალების გამოყენებას უარყოფს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „ბიბისი“-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ არ ვიყენებთ არანაირ საბრძოლო მასალას, რომელიც გაერო-ს მიერ არის აკრძალული. რაც შეეხება ალეპოში არსებულ სიტუაციას, პრობლემა შეიქმნა იმის გამო, რომ აშშ და კოალიციას არ სურს და ფაქტობრივად, უარს ამბობს გამიჯნოს „ალ-ნუსრა“ და მასთან მყოფი ტერორისტული დაჯგუფებები ოპოზიციისგან“, -განაცადა სერგეი ლავროვმა.
მისი თქმით, რუსეთი კვლავ იმედოვნებს, რომ აშშ-სთან შეთანხმებას მიაღწევს და სირიაში კონფლიქტის დარეგულირების გეგმის ამოქმედებას შეძლებს.