"2012 წლის 1 ოქტომბერს, მოსახლეობამ ახალი ფურცლიდან დაიწყო დამოუკიდებლობის ისტორიის წერა"

"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი, კახა კალაძე, 2012 წლის საპარლამენტო არცევნებს იხსენებს და აცხადებს, რომ ამ დღეს,ს აქართველოს მოსახლეობამ, ახალი ფურცლიდან დაიწყო დამოუკიდებლობის ისტორიის წერა.

კახა კალაძეს მიაჩნია, რომ მე მიმაჩნია რომ ყველაზე დიდი მონაპოვარი ამ 4 წლის მანძილზე არის პირადი თავისუფლება.

"მე ვარ ბედნიერი, რომ თქვენს მხარდამხარ ამ პროცესში ვმონაწილეობდი და ჩემი პატარა წვლილი შევიტანე ამ დიდ გამარჯვებაში - შიშის, ძალადობის, უკანონობის დაძლევაში!

ჩვენ რთული 4 წელი გამოვიარეთ, დიდი დრო უნდა ქვეყნის მოწესრიგებას, ბევრად დიდი დრო უნდა შიშის, უნდობლობის დაძლევას და თავისუფლების მშენებლობას ჩვენს სულებში!

მე მიმაჩნია რომ ყველაზე დიდი მონაპოვარი ამ 4 წლის მანძილზე არის პირადი თავისუფლება!

გისურვებთ ყველას ისეთ საქართველოში ვიცხოვროთ, როგორიც დავიმსახურეთ, როგორიც მოვიპოვეთ და როგორსაც შევნატროდით",- წერს სოციალურ ქსელში კახა კალაძე.