გიორგი პაპუაშვილი:   მოსამართლეებზე ზეწოლის საქმე როდესღაც გამოძიებული იქნება

გიორგი პაპუაშვილი: მოსამართლეებზე ზეწოლის საქმე როდესღაც გამოძიებული იქნება

საკონსტიტიციო სასამართლოს უკვე ყოფილი თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი დარწმუნებულია, რომ მოსამართლეებზე ზეწოლის საქმე ”როდესღაც გამოძიებული იქნება”.

”შესაბამისი მტკიცებულებები ჩემს მიერ წარდგენილია. გამოძიება დასრულებული არ არის. მასალები 7 წლის განმავლობაში რჩება და როდესღაც გამოძიებული იქნება”, - განუცხადა ჟურნალისტებს პაპუაშვილმა.

დაახლოებით ორი თვის წინ გიორგი პაპუაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების მიზანმიმართულ ზეწოლაზე გააკეთა განცხადება.