რომის პაპი:   მსურს გულწრფელად ვემეგობრო თქვენს ქვეყანასა და ხალხს

რომის პაპი: მსურს გულწრფელად ვემეგობრო თქვენს ქვეყანასა და ხალხს

საქართველოში მეგობრობას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს, ამიტომ მსურს, გულწრფელად ვემეგობრო თქვენს ქვეყანასა და ხალხს, - ამის შესახებ რომის პაპმა, ფრანცისკემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან შეხვედრისას განაცხადა.

”ქართველ ხალხს სჩვევია ვაზის ნაჟურით შესვას მისი ყველაზე ძვირფასი ფასეულობების სადღეგრძელო, სიყვარულთან ერთად, რომელიც აღგვამაღლებს. აქ განსაკუთრებული ადგილი უკავია მეგობრობას. ვინც მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია, კვლავ შეგვახსენებს პოეტი. მსურს, გულწრფელად ვემეგობრო თქვენს ქვეყანასა და ხალხს, რომელიც არ ივიწყებს მიღებულ სიკეთეს და რომლის სტუმართმოყვარე ბუნება სრულიად მიესადაგება იმედით აღსავსე მისი ცხოვრების წესს. მიუხედავად უამრავი სირთულისა, ეს დადებითი სულისკვეთებაც ხომ სულიდან იღებს სათავეს. სწორედ ამიტომაც შესთხოვენ ღმერთს სადღეგრძელოში სუფრასთან მშვდობას და მტრებსაც კი არ ივიწყებენ ამ სადღეგრძელოში. ღმერთმა გააძლიეროს ჩვენში კეთილის სურვილი და ნება ძმური ერთობისა, მშვიდობის, სახარების გასაცხადებლად”, - აღნიშნა რომის პაპმა.