ილია მეორე რომის პაპ ფრანცისკეს ვიზიტს ისტორიულს უწოდებს

ილია მეორე რომის პაპ ფრანცისკეს ვიზიტს ისტორიულს უწოდებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, რომის პაპ ფრანცისკეს ვიზიტს საქართველოში ისტორიულს უწოდებს. ამის შესახებ უწმინდესმა საპატრიარქოში ბრძანა, სადაც პაპი ფრანცისკე დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა.
”საქართველოს ეკლესია მონაწილეობს დიალოგებში, რომელიც არის კათოლიკურ ეკლესიასა და მართლმადიდებლურ ეკლესიებს შორის. ჩვენ მადლობელი ვართ, რომ გვეძლევა საშუალება ვიმუშაოთ ხელნაწერებზე, რომელიც მრავლად არის ვატიკანის ბიბლიოთეკაში და რომელიც ასახავს ჩვენს წარსულს. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მივესალმები თქვენს თანხმლებ პირებს. კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება საქართველოში. ეს არის ნამდვილად ისტორიული ვიზიტი. ღმერთმა დალოცოს ჩვენი ორი ეკლესია”, - ბრძანა უწმინდესმა.