ბულგარეთის პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი, რომლის თანახმად, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში აკრძალულია ნებისმიერი ტანისამოსის ტარება, რომელიც ნაწილობრივ ან სრულად ფარავს სახეს.
კანონპროექტის თანახმად, დარღვევისთვის გათვალისწინებულია 100 აშშ დოლარის ოდენობის ჯარიმა. როგორც „ბი-ბი-სი“ წერს, კანონპროექტის განხილვისას „უფლებების და თავისუფლებების მოძრაობამ“, რომელიც ბულგარეთში მცხოვრები თურქების ინტერესებს იცავს, აღნიშნული ინიციატივა გააკრიტიკა.
ბულგარეთში მოსახლეობის 13% ეთნიკური თურქია.