გიორგი კვირიკაშვილი: ყველამ ერთხმად მხარი დავუჭიროთ შალვა კიკნაველიძეს

გიორგი კვირიკაშვილი: ყველამ ერთხმად მხარი დავუჭიროთ შალვა კიკნაველიძეს

ყველამ ერთხმად მხარი დავუჭიროთ შალვა კიკნაველიძეს - ამ სიტყვებით მიმართა ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა ზესტაფონის მოსახლეობას.

“ჩვენ მოვედით თქვენთან იმისთვის, რომ წარმოგიდგინოთ ადამიანები, რომლებიც ხმალამოღებულნი, გულისხმიერნი, გულანთებულნი იბრძოლებენ თქვენი ინტერესების დასაცავად და ეს არის შალვა კიკნაველიძე.

შალვა არის, მიუხედავად მისი ახალგაზრდა ასაკისა, ერთ-ერთი ყველაზე აქტიური პარლამენტარი, რომელსაც ერთი დღე არ დაუტოვებია აღმასრულებელ ხელისუფლებაში არ დაესვა და გადაეჭრა საკითხები. ამიტომ ის იმსახურებს მანდატს, ნდობას თითოეული თქვენთაგანისგან. მე დარწმუნებული ვარ, ის ამ ნდობას მიიღებს. ვინაიდან ბევრი ადამიანი იჩემებს ჩვენს მხარდამჭერობას, მინდა გითხრათ, ყველას ვისაც ქართული ოცნების მხარდაჭერა უნდა, ვისაც აქვს სურვილი და დარწმუნებული ვარ ასეთი ბევრია, შემოხაზოს 41, ყველამ ერთხმად მხარი დავუჭიროთ შალვა კიკნაველიძეს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა

პრემიერმა მოსახლეობას მოუწოდა, მოქალაქეობრივად, პასუხისმგებლობის გრძნობით მივიდნენ 8 ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე და მხარი დაუჭირონ უკეთეს, გაჩირაღდნებულ, აგუგუნებულ საქართველოს.