სერგეი ლავროვი - აშშ-ის ქმედებები სირიაში იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ ვაშინგტონს „ჯაბჰათ ალ-ნუსრას“ ლიკვიდირება არ სურს

სერგეი ლავროვი - აშშ-ის ქმედებები სირიაში იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ ვაშინგტონს „ჯაბჰათ ალ-ნუსრას“ ლიკვიდირება არ სურს

აშშ-ის ქმედებები სირიაში იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ ვაშინგტონს ექსტრემისტული ორგანიზაცია „ჯაბჰათ ალ-ნუსრას“ ლიკვიდირება არ სურს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ტელეკომპანია „ბიბისი“-სთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, მას შეექმნა შთაბეჭდილება, რომ ვაშინგტონს „ყოველი შემთხვევისთვის“ ამ დაჯგუფების შენარჩუნება სურს.

ლავროვის მტკიცებით, აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედ საერთაშორისო კოალიციას „ნუსრას“ პოზიციებზე არც ერთი დარტყმა არ მიუტანია. 

სირიის ქალაქ ალეპოს დაბომბვაზე კითხვაზე პასუხისას, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მოსკოვი ყველაფერს აკეთებს მშვიდობიან მოსახლეობაში დანაკარგის აცილების მიზნით.