დეპუტატობის კანიდატები მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრში

დეპუტატობის კანიდატები მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრში

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები საქართველოს პარლამენტსა და უმაღლეს საბჭოში - ნუგზარ სურმანიძე, მუხრან ვახტანგაძე, ილია ვერძაძე და ლევან (ნუკრი) ბეჟანიძე შპს „მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრი 2010“-ის სამედიცინო პერსონალს შეხვდნენ და პარტიის საარჩევნო პროგრამა გააცნეს.
დეპუტატობის კანდიდატებმა ყურადღება ჯანდაცვის მიმართულებაზე გაამახვილეს. „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო პროგრამაში ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კუთხით გათვალისწინებულია: პენსიონერების დასაქმების პროგრამის „ცხოვრება გრძელდებას“ ამოქმედება; ქვეყნის ეკონომიკის განვითარების შესაბამისად პენსის ეტაპობრივი ზრდა; პირველადი მოხმარების 300 დასახელების მედიკამენტზე ზღვრული ფასების დაწესება; ქრონიკული დაავადებების მქონე უმწეო პენსიონერებისათვის პირველადი მოხმარების მედიკამენტების სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსება; პირველადი ჯანდაცვის მიწვდომადობისა და ხარისხის გაუმჯობესების ხარჯზე, დაავადებების ადრეულ სტადიაზე დამარცხების ალბათობის 80% მდე გაზრდა;  2020 წელს საქართველოში C-ჰეპატიტის პრობლემის სრულად აღმოფხვრა. დეპუტატობის კანდიდატები მედიკოსებს გასული 4 წლის განმავლობაში ჯანდაცვის კუთხით განხორციელებულ პროექტებზეც ესაუბრნენ და მათი შეფასებები მოისმინეს.