თურქეთში სასჯელაღსრულების დაწესებულებების 1 500 თანამშრომელს მუშაობის უფლება დროებით შეუჩერდა

თურქეთში სასჯელაღსრულების დაწესებულებების 1 500 თანამშრომელს მუშაობის უფლება დროებით შეუჩერდა

თურქეთში სასჯელაღსრულების დაწესებულებების 1 500 თანამშრომელს მუშაობის უფლება დროებით შეუჩერდა. 
როგორც დასავლური მედია იტყობინება, ყველა მათგანი აშშ-ში მცხოვრებ მქადაგებელ ფეთჰულა გიულენთან კავშირშია ეჭვმიტანილი.

როგორც თურქეთის იუსტიციის მინისტრმა ბექარ ბოზდაგმა განაცხადა, ყველა თანამშრომელი, რომლის ბრალიც დამტკიცდება, სამსახურს დატოვებს. 

CNN-ის ცნობით, ცოტა ხნით ადრე თურქეთის ყველა დიდ სასჯელაღსრულების დაწესებულებებსა და სამართლოებში პოლიციამ რეიდები ჩაატარა. გაცემულია სასამართლოს 87 თანამშრომლის და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მომუშავე 75 ზედამხედველის დაკავების ორდერი.

28 სექტემბრის მონაცემებით, თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან კავშირის ბრალდებით, დაკავებულია 32 ათასი ადამიანი.