უილიამ ლაჰიუ - შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება ნატო-ს ყურადღების ცენტრში რჩება

უილიამ ლაჰიუ - შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება ნატო-ს ყურადღების ცენტრში რჩება

შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება ნატო-ს ყურადღების ცენტრში რჩება, - ამის შესახებ ნატო-ს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში „შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გამოწვევები“ განაცხადა.

“დღეს ექსპერტებთან ერთად გვექნება დისკუსია შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობაზე, როგორც ნატო-სთვის და მისი მოკავშირეებისთვის, ისე რა თქმა უნდა, საქართველოსთვის, როგორც ნატო-ს უსაფრთხოების არქიტექტურის ნაწილისთვის რეგიონში. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ვიმსჯელოთ საქართველოს შესაძლებლობებზე ამ პროცესში და რა კონტრიბუციის შეტანა შეუძლია ამ ქვეყანას. შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება კვლავ რჩება ნატო-ს ყურადღების ცენტრში, რეგიონი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ევროპისთვის, ევროატლანტიკური საზოგადოებისთვის“, - განაცხადა უილიამ ლაჰიუმ.

მისი თქმით, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება საქართველოს მომავლისთვის მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს.