სულ მალე დიდების დასახლების მოსახლეობა 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს

სულ მალე დიდების დასახლების მოსახლეობა 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს

კიკეთში, დიდების დასახლებაში მალე 24 საათიანი წყალმომარაგება იქნება. კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა", მთაწმინდის რაიონის გამგეობასთან და მერიასთან ერთად  დიდების დასახლებაში სრულად გამართა წყალმომარაგების სისტემა - განაახლა წყალსადენის მაგისტრალური ქსელის 3კმ სიგრძის  მონაკვეთი, დაამონტაჟა 5 ევროსტანდარტის  რეგულატორი და 3 გამანაწილებელი ურდული, რაც მოსახლეობის უწყვეტ და სტაბილურ წყალმომარაგებას უზრუნველყოფს.  კომპანიამ ასევე აღნიშნულ დასახლებაში მოსახლეობას მრიცხველები დაუმონტაჟა.

სოფელ დიდებაში წლების განმავლობაში არსებული  პრობლემა მოგვარდა და რამდენიმე დღეში „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი"  80-ზე მეტ ოჯახს 24 საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფს, ხოლო დარჩენილ 25 ოჯახს უმოკლეს დროში მიეწოდებათ სასმელი წყალი.

აღნიშნულ დასახლებაში მოსახლეობის აბონირება მთაწმინდის რაიონის გამგეობის მხარდაჭერით მოხდება.