თურქეთი - ″ძალიან მალე უფრო სისხლიანი ახალი გადატრიალების მცდელობა მოხდება″

თურქეთი - ″ძალიან მალე უფრო სისხლიანი ახალი გადატრიალების მცდელობა მოხდება″

თურქეთში მთავრობის მომხრე გაზეთ ″იენი შაფაკთან“ საუბრისას ყოფილი პოლკოვნიკი ჰასან ატილა უღური აცხადებს, რომ ხელისუფლება წარუმატებელი გადატრიალების მცდელობის შემდეგ გამარჯვებას ზეიმობს, თუმცა ქვეყანა შესაძლოა ახალი გადატრიალების მცდელობის წინაშე აღმოჩნდეს.

ყოფილმა პოლკოვნიკმა უღურმა, 15 ივლისს მომხდარი წარუმატებელი გადატრიალების მცდელობა წინასწარ ისევ ამავე გაზეთის საშუალებით იუწყა.

″მეორე გადატრიალებისთვის მოემზადეთ, რაც ძალიან მალე მოხდება. ძალიან მკაფიო ინფორმაციას გაწვდით: მეორე უფრო სისხლიანი იქნება. დღეს გამარჯვებას ვზეიმობთ. მე თქვენი საშუალებით თურქეთს ვაფრთხილებ″ - განაცხადა პოლკოვნიკმა.

მისივე მტკიცებით, გადატრიალების მცდელობის უკან აშშ დგას.

″ორგანიზაციები გადატრიალებას ვერ მოაწყობენ, ქურთისტანის მუშათა პარტია (PKK) ვერაფერს გააკეთებს, ჩვენ ეს ორგანიზაციები წელში გადავტეხეთ. მსგავსი რამ არავინ არ თქვას. ეს ჩვენ, მზადების პროცესში მყოფი გადატრიალების მცდელობის დროს სრულ კრახამდე მიგვიყვანს. ნამსხვრევებად ვიქცევით″ - განაცხადა მან.

უღურის განცხადებით, ინგლისი ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში მცხოვრებ ტომებს ხვდება. პოლიციის შიგნით მყოფი ზოგიერთი ოპოზიციური ჯგუფები ქურთების პოლიტიკური პარტია სახალხო დემოკრატიული პარტიის (HDP) მიერ გამართულ შეხვედრებზე ხალხს ცეცხლს გაუხსნიან და მოვლენები ასე დაიწყება. მისივე თქმით, მეორე გადატრიალების მცდელობა შესაძლოა ნოემბერში მოხდეს. ″მოვლენები დიდი ალბათობით შემდინლიში, იუქსექოვაში ან და კიზილთეფეში დაიწყება. აქ 15-20 ადამიანი დაიღუპება. რეგიონის ყველა პროვინციაში, ის ტომები რომლებსაც ინგლისის საკონსულო ხვდებოდა, თუ ამ თამაშში იქნებიან, ხალხს ქუჩაში გამოიყვანენ. დასავლეთის 4-5 წერტილში კი ხმაურის გამომწვევ აფეთქებებს მოაწყობენ. ამ აფეთქებებს ან ქურთისტანის მუშათა პარტია (PKK) ან ISIS-ი მოაწყობს. ამავდროულად იმ ადამიანების მკვლელობები მოხდება, რომლებიც მიზანში ჰყავთ. როდესაც ეს მოხდება, წარმოუდგენელი ქაოსი დაიწყება. ყველა აჯანყდება და ე.წ. სამოქალაქო ომი და მათი თავდაპირველი გეგმა განხორციელდება″ - განაცხადა მან.

ჰასან ატილა უღურის ცნობით, ბრიტანეთის მაღალტირაჟიანმა გაზეთმა Daily Express-მა საკითხთან დაკავშირებით სტატია გამოაქვეყნა.

″სტატია 3-4 დღის წინ გამოაქვეყნა. გაზეთი წერს, რომ თურქეთში მეორე ქაოსი ახლოვდება. კვიპროსის ბაზაზე მყოფი ჩვენი 10 ათასი სამხედრო მოსამსახურე თურქეთში მცხოვრები 50 ათასი ბრიტანელის უსაფრთხოებისთვის თურქეთში შევა და იქ უსაფრთხო ზონებს შევქმნით. ჩვენს მოქალაქეებს საჰაერო გზებით გავათავისუფლებთ. შეხედეთ, ეს გადატრიალების მცდელობა არ არის, ეს შემოჭრის გეგმაა″ - განაცხადა ჰასან ატილა უღურმა.

წყარო: https://tr.sputniknews.com/turkiye/20160925/1024984809/darbe-girisimi-uyari.html