ექიმის ინფორმაციით, ფონიჭალაში დაჭრილი მოზარდი დიდი რაოდენობით სისხლის დაკარგვის გამო გარდაიცვალა

ექიმის ინფორმაციით, ფონიჭალაში დაჭრილი მოზარდი დიდი რაოდენობით სისხლის დაკარგვის გამო გარდაიცვალა

ექიმის ინფორმაციით, ფონიჭალაში დაჭრილ მოზარდს ბევრი სისხლი ჰქონდა დაკარგული, რის გამოც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. როგორც კლინიკა “მედ ჯორჯიას” ექიმმა ნავოლისი ქობულიამ ჟურნალისტებს განუცხადა, პაციენტს უმძიმესი ჭრილობა გულ-მკერდის არეში ჰქონდა მიყენებეული. 

”მიყენებული ჭრილობის გამო დაზიანებული ჰქონდა მარცხენა ფილტვის ზედა წილიც. ფაქტიურად ორგანიზმი მთლიანად იყო დაცვლილი სისხლისგან. ჩვენს მიერ გაკეთდა ლავიწქვეშა ვენისა და არტერიის გადაკვანძვა, რათა სისხლდენა შეგვეჩერებინა. შემდეგ ჩარევა მოხდა გულმკერდის ღრუში. პაციენტი დატოვებული იყო საოპერაციო ბლოკში, მაგრამ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, ვინაიდან სისხლის დანაკარგი ძალიან დიდი იყო, მიუხედავად იმისა რომ ყველაფერი გაკედა ვერ მოხერხდა ამ ახალგაზრდა პაციენტის გადარჩენა”, - განაცხადა ნავოლისი ქობულიამ.