„ქართული ოცნობა-დემოკრატიული საქართველოს“ ზესტაფონის მაჟორიტარობის კანდიდატმა შალვა კიკნაველიძემ ამომრჩეველთან შეხვედრების მესამე ეტაპი დაიწყო.
დეპუტატობის კანდიდატი რაიონის თითოეულ მკვიდრთან კარდაკარ შეხვედრებს მართავს, პირადად გადასცემს მათ პარტიის წინასაარჩევნო მასალებს, ბუკლეტებს და ბროშურებს, მოუწოდებს დაწვრილებით გაეცნონ პარტიის საარჩევნო პროგრამას, რომელიც ქვეყნის სწრაფი განვითარებისა და კეთილდღეობის 4 წლიან გეგმას ეხება.
კიკნაველიძე მოსახლეობას მხარდაჭერისკენ და არჩევნებში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდებს.
„მოვედი იმისთვის, რომ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ვიდგე თითოეული ზესტაფონელის გვერდით და ვიყო თქვენი ინტერესების დამცველი. მე, როგორც ერთი რიგითი ზესტაფონელი, ვიქნები თითოეული თქვენთაგანის ხმა საქართველოს პარლამანეტში, რომელიც იზრუნებს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობისა და თავისუფლებისთვის“. - განაცხადა შალვა კიკნაველიძემ