ზემო ფონიჭალაში დაჭრილი 15 წლის მოზარდი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი „ქართული ოცნების“ ღონისძიებაზე მოხდა, თუმცა აღნიშნულს კატეგორიულად უარყოფს პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კრწანისის მე-7 ოლქში, ბექა ოდიშარია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ინციდენტი ზემო ფონიჭალაში, ”ქართული ოცნების” ღონისძიებიდან რამდენიმე კილომეტრში მოხდა. შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.