8 ოქტომბრის არჩევნებისთვის საქართველოს საზღვრებს გარეთ საარჩევნო უბნები 41 ქვეყანაში გაიხსნება

8 ოქტომბრის არჩევნებისთვის საქართველოს საზღვრებს გარეთ საარჩევნო უბნები 41 ქვეყანაში გაიხსნება

8 ოქტომბრის არჩევნებისთვის საქართველოს საზღვრებს გარეთ საარჩევნო უბნები 41 ქვეყანაში გაიხსნება. ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, უცხოეთში, 41 ქვეყანაში 56 საარჩევნო უბანი იმუშავებს. სულ საზღვრებს გარეთ რეგისტრირებულია 49 716 ამომრჩეველი.
ცესკო-ს სპიკერის ინფორმაციით, ავღანეთში სამხედრო ბაზებზე გახსნილი იქნება ორი საარჩევნო უბანი. ორივე უბანზე ერთად 1604 ამომრჩეველია რეგისტრირებული.