ვიცე-პრემიერი, "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, კახა კალაძე გავრცელებულ აუდიოჩანაწერსა და სამეგრელოში აღმოჩენილ მასალებს შორის შესაძლო კავშირზე დასმულ კითხვას პასუხობს.
როგორც ცნობილია, დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან და მთავარ პროკურატურასთან ერთად, საქართველოს ტერიტორიაზე საბრძოლო მასალისა და ცეცხლსასროლი იარაღის მარაგს მიაკვლია. რამდენიმე დღის წინ კი, "ნაცინალური მოძრაობის" ლიდერების მონაწილეობით, აუდიოჩანაწერი გავრცელდა, სადაც რევოლუციურ სცენარზე იყო საუბარი.
"ვერ გეტყვით. დაველოდოთ გამოძიებას, თუ რაიმე თანხვედრა იქნება ამ ორ საქმესთან დაკავშირებით, გამოძიება დაადგენს", - განაცხადა კახა კალაძემ.