გიორგი ალიბეგაშვილმა შიმონ პერესის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

გიორგი ალიბეგაშვილმა შიმონ პერესის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილმა ისრაელისყოფილი პრეზიდენტის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა და ისრაელის საელჩოშისპეციალურად გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.
ისრაელის ყოფილი პრეზიდენტი შიმონ პერესი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. 
შიმონ პერესი ისრაელის პრეზიდენტის თანამდებობას 2007-2014 წლებში იკავებდა.
ის ასევე ისრაელის თავდაცვის, ფინანსთა, კავშირგაბმულობის, საგარეო საქმეთა, შინაგანსაქმეთა სამინისტროებსა და სხვა უწყებებს ხელმძღვანელობდა. 
1994 წელს მას, პრემიერ-მინისტრ იცხაკ რაბინთან და პალესტინის ლიდერთან იასირარაფატთან ერთად, მშვიდობის დარგში ნობელის პრემია გადასცეს.