„ლიბერთი ბანკის“ კიდევ ერთი ფილიალი დააყაჩაღეს

„ლიბერთი ბანკის“ კიდევ ერთი ფილიალი დააყაჩაღეს

დღეს ”ლიბერთი ბანკის” კიდევ ერთი ფილიალი დააყაჩაღეს. ამჯერად, მძარცველი დადიანის ქუჩაზე მდებარე ფილიალში შეიჭრა. 
არსებული ინფორმაციით, ბანკიდან წაღებულია თანხა, თუმცა მისი ოდენობა ჯერჯერობით უცნობია. 
როგორც ”ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 179-ე მუხლითაა აღძრული, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. 
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. 
დღეს „ლიბერთი ბანკის“ გლდანის მესამე მიკრორაიონში მდებარე ფილიალიც დააყაჩაღეს.