ბიძინა ივანიშვილი - პაატა ბურჭულაძეზე ბოლო ანეკდოტი ასეთია - პარტია შექმნა თუ დამკრძალავი ბიურო, მიდიან წრეს ურტყამენ და გამოდიანო

ბიძინა ივანიშვილი - პაატა ბურჭულაძეზე ბოლო ანეკდოტი ასეთია - პარტია შექმნა თუ დამკრძალავი ბიურო, მიდიან წრეს ურტყამენ და გამოდიანო

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, პაატა ბურჭულაძის გამონათქვამებს სერიოზულად ვერ უპასუხებს. ბურჭულაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ ”გირჩს” ივანიშვილი აფინანსებდა, ყოფილ პრემიერი ასე პასუხობს - ბურჭულაძემ მგონი რეკორდი დაამყარა - ასეთი იუმორი ქართულ პოლიტიკაში არავის შემოუტანია. 

”ქართველები მართლა ნიჭიერი ხალხი ვართ. გიორგი მარგველაშვილი გინესის წიგნში შევიდა - მოვიდა თუ არა მეორე დღესვე საკუთარ გუნდს, ვინც მოიყვანა, დაუპირისპირდა. ბურჭულაძემაც მგონი მაგარი რეკორდები დაამყარა. ამხელა იუმორი პოლიტიკაში მგონი არავის შემოუტანია. ასეთ მოკლე დროში კაცმა თავი გაიფარჩაკოს, როგორც მან მოახერხა, იშვიათია. მაგის გამონათქვამებს ვერ ვუპასუხებ, მხოლოდ ღიმილით. მან ოდესღაც ჩემი მოწოდებები გაითვალისწინა, რომ ნუ ცრუობს და არ იცრუოს, მაგრამ საოცრებებს ახერხებს ყოველდღე. მასზე ანეკდოტები ბევრი დადის. ბოლო ანეკდოტი ასეთია - პარტია შექმნა თუ დამკრძალავი ბიურო, მიდიან წრეს ურტყამენ და გამოდიანო. სერიოზულად ვერ ვუპასუხებ. ყველას ივანიშვილი უნდა ნახოს ოპონენტად. ნაცვლად იმისა, რომ ეკამათონ ნათელაშვილს სადაც რეალურად არიან, მაინცდამაინც ივანიშვილზე უნდათ სწორება გააკეთონ, ცდილობენ ჩემს დებატებში ჩართვას და ამით იმიჯის გაუმჯობესებას”, - აღნიშნა ივანიშვილმა.