საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებს წარმატებული თანამშრომლობისთვის მადლობის სიგელები გადაეცათ

საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებს წარმატებული თანამშრომლობისთვის მადლობის სიგელები გადაეცათ

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ადამ ლამორომ  წარმატებული თანამშრომლობისთვის  ქ. თბილისის პროკურორს მიხეილ შაყულაშვილს და საქართველოს პროკურატურის პროკურორებს - მაია ჯვარშეიშვილს, სალომე ჯანუაშვილს, ირაკლი ჟვანიას და ვლადიმერ ვექილიანს მადლობის სიგელები გადასცა.
ღონისძიებას საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე და მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე ესწრებოდნენ. მთავარმა პროკურორმა მადლობა გადაუხადა  ადამ ლამოროს  და აშშ-ს საელჩოს პროკურატურის რეფორმირებისა და განვითარების საქმეში გაწეული მნიშვნელოვანი დახმარებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პროკურატურასა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან აქტიური თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.   
პროკურატურის თანამშრომლებისთვის  მადლობის სიგელების გადაცემა აშშ-ს საელჩოს და შს სამინისტროს  ამხანაგური საფეხბურთო მატჩის  დაწყებამდე მოხდა. 
ფეხბურთის მატჩს საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე,  შინაგან საქმეთა მინისტრი  გიორგი მღებრიშვილი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ალექსანდრე ჩუბინიძე, აშშ-ს ელჩის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ადამ ლამორო და საელჩოს თანამშრომლები ესწრებოდნენ.  
ღონისძიებაზე წარმატებული თანამშრომლობისთვის მადლობის სიგელები ასევე გადაეცათ შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციისა და თბილისის პოლიციის დეპარტამენტების და  სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს.