დესტაბილიზაციის გეგმა - გამოვლენ და იტყვიან, რომ არჩევნებში 70 % მიიღეს

დესტაბილიზაციის გეგმა - გამოვლენ და იტყვიან, რომ არჩევნებში 70 % მიიღეს

"თოფაძე-მრეწველების" ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაზა აგლაძემ, "ნაციონალური მოძრაობისა" და "ლეიბორისტული პარტიის" ერთობლივი დესტაბილიზაციის გეგმის შესახებ, "პირველის პრესკლუბში" ისაუბრა.

პოლიტიკოსის სპეციალურ განცხადებას, ზაზა აგლაძის პირადი წყარო, კერძოდ, "ლეიბორისტული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერის ინფორმაცია უდევს საფუძვლად.

"თოფაძე-მრეწველების" ერთ-ერთ ლიდერის განცხადებით, "ნაციონალურ მოძრაობას" არჩევნების შემდეგ, არეულობის მოწყობის სხვადასხვა გეგმა გააჩნია, ერთ-ერთის განხორციელებას კი, "ლეიბორისტულ პარტიასთან" ერთად გეგმავს.

"დაგეგმილ დესტაბილიზაციასთან დაკავშირებით, "ლეიბორისტული პარტიის" ერთ-ერთ ლიდერთან  მქონდა საუბარი. არჩევნების შემდეგ, "ნაციონალები" და მისი სატელიტები არეულობის მოწყობას აპირებენ. ერთ-ერთი გგემა ასეთია: "ლეიბორისტული პარტია" გამოვა პრეტენზიით, რომ მათ არჩევნების შდეგები გაუყალბეს და რეალურად მიიღეს 70%. მათ მოჰყვება "ნაციონალური მოძრაობა" და ეს გადაიზრდება დიდი არეულობაში.

"ნაციონალური მოძრაობისთვის" რაიმეს მოწოდებას არ აქვს აზრი. ამიტომ, მინდა მოვუწოდო, "ნაციონალური მოძრაობის" სატელიტებს, რომ დღეს არ არის ჩვენს ქვეყანაში არეულობის დაწყების დრო. ჩვენს ქვეყანას არ სჭირდება დესტაბილიზაცია და თავი შეიკავონ გეგმის განხორციელებისგან.

ასევე მოვუწოდებ სამართლადამცავებს, რომ კარგად შეისწავლონ საქმე, რათა საფუძველშივე აღიკვეთოს ეს გეგმა", - განაცხადა ზაზა აგლაძემ.