მოსკოვი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას რუსეთში შესაძლო ტერაქტების შესახებ ექსტრემისტების წაქეზებად აფასებს

მოსკოვი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას რუსეთში შესაძლო ტერაქტების შესახებ ექსტრემისტების წაქეზებად აფასებს

მოსკოვი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას რუსეთში შესაძლო ტერაქტების შესახებ ექსტრემისტების წაქეზებად აფასებს. 
როგორც „ბიბისი“ წერს, გუშინ სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ განაცხადა, სირიაში სამშვიდობო შეთანხმების ჩაშლის შემთხვევაში, ექსტრემისტები ძალაუფლების ვაკუუმს გამოიყენებენ და გააფართოვებენ ოპერაციების არეალს, რაც“ რუსულ ინტერესებზე, და შესაძლოა, რუსეთის ქალაქებზე დარტყმებს ნიშნავდეს“.
ამაზე საპასუხოდ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, რომ ექსტრემისტებისთვის ეს არის „ცუდად შენიღბული მიწვევა, გამოიყენონ ტერორისტული იარაღი რუსეთის წინააღმდეგ“. 
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სირიაში კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებაზე 10 სექტემბერს შეთანხმდნენ. გეგმის თანახმად, საბრძოლო მოქმედები 12 სექტემბრიდან უნდა შეწყვეტილიყო. თუმცა, სამშვიდობო შეთანხმება მალევე ჩაიშალა.