საკონსტიტუციო სასამართლომ ე. წ გახმაურებულ საქმეებზე გადაწყვეტილებები შესაძლოა დღეს გამოაცხადოს

საკონსტიტუციო სასამართლომ ე. წ გახმაურებულ საქმეებზე გადაწყვეტილებები შესაძლოა დღეს გამოაცხადოს

საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლეების სამუშაო შეხვედრა, საორგანიზაციო პლენუმი მიმდინარეობს. საკონსტიტუციო სასამართლოში ცხრავე მოსამართლე იმყოფება და პირველ რიგში ისინი უზენაესი სასამართლოს მიერ წარდგენილ სარჩელებს განიხილავენ. 
როგორც მოსამართლე მერაბ ტურავამ ჟურნალისტებს განუცხადა, საორგანიზაციო პლემუნის დასრულების შემდეგ შესაძლოა, ჩაინიშნოს გადაწყვეტილებების გამოცხადება ე.წ გახმაურებულ საქმეებზე. 
მოსამართლე ზაზა თავაძის თქმით კი, დღეს გამოცხადდება რამდენიმე გადაწყვეტილება და ამის თაობაზე ჟურნალისტები სხდომათა დარბაზში გაიგებენ. 
თავის მხრივ, მოსამართლე მაია კოპალეიშვილმა აღნიშნა, რომ "რამდენიმე საქმეზე მოხდება გადაწყვეტილებების გამოცხადება, მაგრამ კონკრეტულად რომელ საქმეებზე, პლენუმი საორგანიზაციო შეხვედრაზე შეთანხმდება".
გიგი უგულავას, კაბელებისა და "რუსთავი 2"-ის საქმეების განხილვა პლენუმმა უკვე დაასრულა და მოსამართლეები სათათბიროდ არიან გასულები.
ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს ამ შემადგენლობას ვადა ხვალ ეწურება.