ირაკლი კობახიძე 5 ოქტომბერს დანიშნულ ნაციონალების აქციაზე

ირაკლი კობახიძე 5 ოქტომბერს დანიშნულ ნაციონალების აქციაზე

ნაციონალური მოძრაობა არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში და ისინი ცდილობენ სხვადასხვა ხერხებით აუმაღლონ მოტივაცია თავიანთ აქტივს და და ესეც არის ალბათ ამის ერთ-ერთი მექანიზმი. რეალურად არის მძიმე მდგომარეობაში ნაციონალური მოძრაობა. არის პრაქტიკულად დაშლის პირას ეს ორგანიზაცია. არჩევნების შემდეგ, მას შემდეგ, რაც საბოლოოდ გაფორმდება ჩვენი ამომრჩევლის მიერ ამ ორგზანიზაციის მარგინალიზაცია, კიდევ უფრო დიდი ტემპით გაგრძელდება ნაც მოძრაობაში რღვევის პროცესი. არიან იქ ადამიანები, რომლებსაც არ სურთ გააგრძელონ საქმიანობა დანაშაულებრივ- პოლიტიკურ გაერთიანებისა.