ბიძინა ივანიშვილი - თუ აკა მინაშვილი უსარდლებს ამ საქმეს, ხიფათი შესაძლოა მხოლოდ გაიზარდოს

ბიძინა ივანიშვილი - თუ აკა მინაშვილი უსარდლებს ამ საქმეს, ხიფათი შესაძლოა მხოლოდ გაიზარდოს

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ”ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან შესაძლო პროვოკაციების შესახებ დასმულ კითხვას ხუმრობით უპასუხა. ბიძინა ივანიშვილმა რეგიონულ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე იხუმრა, რომ უცხო ქვეყნის სპეცსსამსახურებიდან აქვს ინფორმაცია, რომ ასეთ რამეს ”ნაციონალური მოძრაობა” მართლა გეგმავს. 
”ყველა დიდი ქვეყნის სპეცსამსახურებიდან მაქვს მიღებული ინფორმაცია, რომელიც თუ სიმართლესთან ახლოს არის და გამართლდა, ჩვენ შეიძლება მართლაც გაგვიჭირდეს და სერიოზული ხიფათი გველოდებოდეს. არის ინფორმაცია, რომ ამ ყველაფერს სათავეში ჩაუდგება აკა მინაშვილი. თუ აკა მინაშვილი უსარდლებს ამ საქმეს, ხიფათი შესაძლოა მხოლოდ გაიზარდოს. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ხუმრობის დონეზეა. ამაზე მხოლოდ შეგვიძლია ვიხუმროთ”, - განაცხადა ივანიშვილმა. 
მისივე თქმით, ”ნაციონალურ მოძრაობას” არაფრისთავი არ აქვს. 
”არაფრის თავი არ გააჩნიათ. აი ისაა, რაც ნახეთ გორში მხედართმთავარი. აკო მინაშვილი შეიძლება იყოს ოდნავ გულადი, თუმცა სიმაღლით არ არის იმხელა რამხელაც ყავდათ ადრინდელი ბელადი”, - აღნიშნა ივანიშვილმა. 
ამის მერე ყოფილმა პრემიერმა დასძინა, რომ მისი განცხადება ”ნაციონალური მოძრაობის” შესაძლო ხიფათთან დაკავშირებით ნახევრადსერიოზულად თქვა