"ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მათი მხარდაჭერისა და თითოეული მოხუცის ყოველი დღის გალამაზებისათვის“

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა საქართველოს პარლამენტსა და უმაღლეს საბჭოში - მუხრან ვახტანგაძემ, ნუგზარ სურმანიძემ, ფატი ხალვაშმა, ილი ვერძაძემ, ვახტანგ წულაძემ და უმაღლესი საბჭოს სიის მე-8-ე ნომერმა ნინო ჩხეტიამ წმინდა ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანის ბენეფიციარები მოინახულეს.

სათნოების სახლს ამჟამად 122 ბინადარი ჰყავს. თავშესაფარში მათ ცხოვრება სრულად ბათუმის მერია აფინანსებს. „ძალინ თბილი და ემოციური შეხვედრა შედგა. ეს ადამიანები ჩვენი საზოგადოების ღირსეული წევრები არიან. ჩვენ არ უნდა დავიშუროთ ძალ-ღონე მათთვის ოჯახური გარემოს შესაქმნელად. სავანეში მყოფ თითოეულ ადამიანს ადმინისტრაციის მიერ მაქსიმალური ყურადღება ექცევა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მათი მხარდაჭერისა და თითოეული მოხუცის ყოველი დღის გალამაზებისათვის“-აღნიშნეს დეპუტატობის კანდიდატებმა თავშესაფრის ბინადრებთან შეხვედრის შემდეგ.