შოთა ხაბარელი საქნავთის დასახლების მცხოვრებლებს შეხვდა

შოთა ხაბარელი საქნავთის დასახლების მცხოვრებლებს შეხვდა

ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, შოთა ხაბარელმა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, საქნავთის დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.
დეპუტატობის კანდიდატმა მოსახლეობას „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო.
„მოხარული ვარ, რომ ამდენ ხალხს ვხედავ ჩვენს შეხვედრებზე. მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ მობრძანებისთვის. მე ვიქნები თითოეული თქვენთაგანის ინტერესების დამცველი. ჩვენი გუნდის ერთ -ერთი მთავარი ამოცანაა ეკონომიკის განვითარება და გაძლიერება, ახალი სამუშაო ადგილები და მოსახლეობის სოციალური კეთილდღეობა. დარწმუნებული ვარ, ამ მშვიდ წინასაარჩევნო გარემოში 8 ოქტომბერს  არ დავიზარებთ, ჩვენ ყველა ერთად მივალთ არჩევნებზე და მივიღებთ სწორ გადაწყვეტილებას“,- განაცხადა შოთა ხაბარელმა. 

მოსახლეობამ დეპუტატობის კანდიდატს არჩევნებში მხარდაჭერა გამოუცხადა.