ათასობით დაკავებული ადამიანის საქმეების განსახილველად, თურქეთს სასამართლოს შენობები არ ჰყოფნის. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ წერს.
როგორც თურქეთის იუსტიციის მინისტრმა ბექირ ბოზდაგმა განაცხადა, საჭიროების შემთხვევაში ხელისუფლება სასამართლოს ახალ შენობებს ააშენებს.
„ბი-ბი-სი“-ს ცნობით, ამ დროისთვის სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან კავშირისთვის, ქვეყნის მასშტაბით დაკავებულ პირთა რაოდენობა 32 000-ს შეადგენს.
თურქეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ივლისში მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობა აშშ-ში მცხოვრები მქადაგებლის, ფეთჰულა გიულენის მიერ იყო ორგანიზებული, რასაც ეს უკანასკნელი კატეგორიულად უარყოფს.