თურქეთის სპორტის სამინისტროს 322 თანამშრომელი, გიულენთან კავშირის გამო, სამსახურიდან დაითხოვეს

თურქეთის სპორტის სამინისტროს 322 თანამშრომელი, გიულენთან კავშირის გამო, სამსახურიდან დაითხოვეს

თურქეთის სახელმწიფო დაწესებულებიდან სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის საქმესთან კავშირში მყოფ თანამშრომელთა მორიგი დათხოვნის ფაქტი განხორციელდა. 
ამერიკაში მცხოვრებ მქადაგებელ ფეტჰულა გიულენთან თანამშრომლობის ბრალდებით, თურქეთის სპორტის სამინისტროდან 322 ადამიანი გაათავისუფლეს. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ მინისტრ აკიფ კილიჩზე დაყრდნობით იუწყება.
გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთში, გადატრიალების მცდელობის საქმესთან დაკავშირებით, 32 ათასი ადამიანია დაპატიმრებული. „ბი-ბი-სი“ აღნიშნავს, რომ თურქეთს ათასობით დაკავებულთა საქმეების განსახილველად სასამართლო დარბაზები არ ჰყოფნის.