იაგო ხვიჩია:   პაატა ბურჭულაძე მალე აღარ იქნება ქართველი ბანი, ის იქნება ქართველი თაღლითი

იაგო ხვიჩია: პაატა ბურჭულაძე მალე აღარ იქნება ქართველი ბანი, ის იქნება ქართველი თაღლითი

პაატა ბურჭულაძე მალე აღარ იქნება ქართველი ბანი, ის იქნება ქართველი თაღლითი, - ამის შესახებ ”გირჩის” წევრმა იაგო ხვიჩიამ "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში"განაცხადა.

მისი თქმით, ბურჭულაძე პარტიისგან 10 მილიონს ითხოვდა, რათა ”გირჩის” წევრები საარჩევნო სიაში დარჩენილიყვნენ. ხვიჩია ბურჭულაძის ბრალდებასაც გამოეხმაურა, სადაც, ბლოკის ლიდერი ”გირჩს” ბიძინა ივანიშვილთან გარიგებაში ადანაშაულებს. პარტიის წევრი თქმით, ეს ყველაფერი ბურჭულაძის უნამუსო საუბარია და სიმართლეს არ შეესაბამება.

,,პაატა ბურჭულაძე მალე აღარ იქნება ქართველი ბანი, ის იქნება ქართველი თაღლითი, იმდენად ბევრი მტკიცებულება დევს, იმდენად ნათელია ყველაფერი, რომ ამ ,,ნათლობის სახელის” დარქმევას ხელს არაფერი უშლის. ჩვენ ვიყავით მოლაპარაკებული და ”გირჩს” ეს მოლაპარაკება არ დაურღვევია. თანხაც, რაც საარჩევნო კამპანიისთვის იყო მისატანი, მივიტანეთ. არ მოგვითხოვია სიაში ის ადგილები, რომელიც არ გვეკუთვნოდა. პაატა ბურჭულაძის უნამუსო ლაპარაკი, რომ ჩვენ ბიძინა ივანიშვილის ფულთან ვართ, არის სრული სისულელე.

პაატა ბურჭულაძემ თქვა, რომ მე ბიძინა ივანიშვილისგან ფულს არ ავიღებო, ამავდროულად 30 კაცის თვალწინ ამ პრობლემის მოსაგვარებლად, რომელსაც ფულის მოტანა ერქვა, ერთი საათი განსაზღვრა. ახლა მითხარით, მართლა ბიძინა ივანიშვილი თუ არ გაფინანსებს, ვინ არის ის ადამიანი, რომელიც ერთ საათში იშოვის 10 მილიონამდე. ამ თანხის მომტანი ადამიანი სად უნდა გაუშვა, თუ არა ბიძინა ივანიშვილთან? ამავე დროს კი, საუბრობს, რომ არ მიეკარებოდა ივანიშვილის ფულსო. ბურჭულაძე არის ადამიანი, რომელიც მიეკარება ყველანაირ ფულს”,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.