საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ისრაელის ყოფილი პრეზიდენტის, შიმონ პერესის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა და ისრაელის სახელმწიფოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.
„ებრაელ ხალხს ვუსამძიმრებ გამორჩეული პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის, შიმონ პერესის გარდაცვალების გამო. შიმონ პერესმა უდიდესი წვლილი შეიტანა მშვიდობის განმტკიცების საქმეში, ის გახლდათ ჩვენი ქვეყნის მეგობარი და ქართველი და ებრაელი ხალხის მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის გაძლიერების განსაკუთრებული გულშემატკივარი“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.